სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.11.2019

    (რეზონანსი) „ახლა სწორედ ის დროა, რომ კვირიკაშვილმა და ქობულიამ პარტია შექმნან", - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე აკეთებს.

    ექსპერტის განცხადებით, ექს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას, თუ დავით უსუფაშილი შეუერთდება, მათი ხელმძღვანელობით, ძლიერი მოძრაობა შეიქმნება.

    „ახლა სწორედ ის დროა, რომ კვირიკაშვილმა და ქობულიამ პარტია შექმნან. ვფიქრობ, თუ მათთან ერთად იქნებიან დავით უსუფაშვილი, რომელიც ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ეს ახალგაზრდები, მივიღებთ ძლიერ ცენტრისტულ მოძრაობას, რომელსაც ექნება სერიოზული მომავალი.

    კარგი იქნება, თუ თავის მომავალზე დაფიქრდება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც. ისიც ახალგაზრდაა, თითქოს ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მან ყოველგვარი პერსპექტივა მოისპო.

    კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ქართული ოცნების" ფუყე სტრუქტურაში ძალიან ძლიერია არაფორმალური ლიდერების გავლენა და ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ ვგულისხმობ. არ დავასახელებ გვარ-სახელებს, ისედაც იცის ყველამ, მაგრამ ამ ყველაფერში ასეთი ადამიანების როლს რომ არ განიხილავენ, ძალიან ცდებიან. არ ვიცი, გაექცა ბიძინა ივანიშვილს მართვის სადავეები, თუ ჩათვალა, რომ მათი მოსაზრებები სწორია და სხვას აღარავის უსმენს. ფაქტია, რომ მათი - ამ იატაკქვეშა ლიდერების ზეგავლენა ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, ამიტომაც არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა ასეთი ეკლექტიკური. ჯერ თითქოს საღ აზრს მიჰყვებიან, მაგრამ უცებ მთავარი ხდება რეტროგრადების - კომუნისტური წარსულის მქონეთა შთამომავლების აზრი", - აცხადებს თვალჭრელიძე „კვირის პალიტრასთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ***   (18.11.2019)
    ყველა პარტია გადაშენდა, კიდევ ახალი გვინდა ძველი სახეებით? ატანა აღარ მაქვს ამ პოლიტიკოსების, ვითომ ჟურნალისტების, ვითომ ადამიანის უფლებადამცველების, ყველა ერთი თარგით ხართ გამოჭრილები. ამათზე უფრო მეტს გარე მტრები რას დაგვაკლებდა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×