სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.11.2019

      პარტია ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზებაზე კომენტარი გააკეთა:

    "რაც შეეხება პარლამენტის ყაზარმად გადაქცევას, მე ამას მხოლოდ მივესალმები იმიტომ, რომ დღეიდან პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს და არ შეასრულებს. ამის პირობას ჩვენ ვდებთ იმიტომ, რომ პარლამენტმა ჩაიდინა ქვეყნის ღალატი. ეს ღალატი არ ეპატიებათ მათ და ტყუილად ჰქონიათ გაქსუებულ დეპუტატებს, "ამბოხებულ დეპუტატებს", რომ ხვალ შევლენ წყნარად, წამოგორდებიან იქ თავიანთ თბილ კაბინეტებში და გააგრძელებენ მუშაობას ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. არა, მეგობრებო, თქვენი დღეები დათვლილია... უნდა იცოდეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და მისმა დამსმელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ან დაუბრუნებენ ხალხს თავისუფალ არჩევანს, ან გადაყვებიან ამას. ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს არის შესრულებადი და ეს აუცილებლად გაკეთდება იმიტომ, რომ ამ ქმედებების უკან დგას საქართველოს გაბრაზებული მოქალაქეები.

    ცხადია ჩვენ არ ვაპირებთ არცერთ შენობაში შესვლას. ყველა შენობა და თბილი კაბინეტი დაგვითმია ოცნების "ამბოხებული დეპუტატებისთვის" და ივანიშვილისთვის, თუ მას ოთახები არ ჰყოფნის საკუთარ შუშის სასახლეში. გარეთ ისინი ვერ გამოყოფენ ცხვირს, შიგნით ისინი ვერ იმუშავებენ." ამბობს ის.

    შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს-ს თანამშრომლები შენობის შიდა ეზოში, ავტობუსებში არიან განლაგებული.

    შსს-ს თანამშრომლები მობილიზებულნი არიან მთავრობის კანცელარიასთანაც. მათ თან აქვთ სპეციალური აღჭურვილობა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (17.11.2019)
    "ჭკვიანო გიგი" რა დევს ს ა ს წ ო რ ი ს მეორე პინაზე? --ჩვენი სამშობლო, მისი ეკონომიკა, ტურისტული ნაკადი, ლ ა რ ი, ხალხის გაღარიბება. 20-21-ის აქციაზე მოთავეებს თითიც არ გაკაწვრიათ, მაკო გომურმა კი თვალი შ ე მ ო გ წ ი რ ა თ, ახლა სხისი თვალი გინდათ კიდევ? მოთოკეთ გრძნობები, მოწინააღმდეგის მოტყუება ბრძოლაში ჩაბმული სუბიექტის ხერხია, წუწუნი და ამბოხი შედეგს ვერ მოგიტანთ. წინ ძლიერი მოწინააღმდეგე გყავთ, აქეთ კი ს ა მ შ ო ბ ლ ო ა, რომელსაც ამდენმა ჯანყმა და არეულობებმა ც უ დ ი შედეგი მოუტანა. გამსახურდია სუსტი მმართველი და უეშმაკო პიროვნება იყო, ამით ისარგებლა შევარდნაძემ და ბალტინის ჯარებით დაამხო. რა მოიგო საქართველომ? კიტოვანები ბლომად ხ ა რ თ ახლაც, ჭკუა ვერ უნდა ისწავლოთ?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×