რეზონანსი
15.11.2019

(რეზონანსი) ჩემი აზრით, დღეს სიტუაცია უკვე ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის. ოპოზიცია კი ისე გააკეთებს, რომ ხელისუფლებას „აიძულებს" მოიმოქმედოს ის, რაც მას უნდა - ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, - ასე აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო რუსთაველის გამზირზე დაწყებულ საპროტესტო აქციას.

როგორც ექსპერტმა განაცხადა, ოპოზიცია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, აქციები უნდა გამართოს, მაგრამ არა პერმანენტული და არა ისეთი მოთხოვნებით, რაზეც აპრიორი ცნობილია, რომ მას ხელისუფლება არ შეასრულებს. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ოპოზიციამ მოსახლეობაში გამარჯვების რწმენა უნდა ჩანერგოს.

„საზოგადოებაში მუხტი არსებობს, მაგრამ ეს მუხტი რომ მოქმედებაში მოვიდეს, მას სხვა დეტონატორი სჭირდება და არა ის, რაზედაც დღეს მიდის საუბარი.

ამ 30 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო პრობლემა, შეცვლის თაობაზე. დღეს, მოსახლეობისა და საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნების" მიმართ არ არის ის დამოკიდებულება, როგორიც იყო 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობისადმი", აგრესიული და მკვეთრად უარყოფითი. მაშინაც კი საარჩევნო სისტემა ძალაში დატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ".

ერთადერთი შემთხვევა იყო 1990 წელს, როდესაც პირველი მრავალპარტიული არჩევნები ტარდებოდა და მაშინ იყო პატარა აქცია. ისიც კაცმა არ იცის, რატომ იყო აქცია, იმიტომ, რომ თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო და აქცია მაინც გაიმართა.

ამიტომ, ამის მოლოდინი თუ აქვს ოპოზიციას, ცდება. ხელისუფლება რაც არის ვხედავთ, მაგრამ ეს ოპოზიციაც არ ვიცი, რა არის. თუ არ იფიქრებს ოპოზიცია, არჩევნებს წააგებს. აანონსებენ პერმანენტულ აქციებს, ამას ვერ გაქაჩავენ. 2009 წელს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო და კარვებით იყო გადაჭედილი, რამაც შედეგი არ მოიტანა. ამ პროტეტს არ ექნება ის რეზულტატი", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×