სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

     ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სიღნაღში ორი სასტუმროს მფლობელია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. იგი წლევანდელი სეზონის ჩავარდნაზე და სიღნაღში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

    „რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის შეწყვეტამ და ტურისტული სეზონის დასრულებამ, ძალიან იმოქმედა სიღნაღში არსებულ სასტუმროებზე. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა არა მხოლოდ ფრენების აკრძალვაა, არამედ ის, რომ ჩვენ ვერ ვაწვდით სათანადო სერვისს უცხოელებს, გვაქვს მომატებული ფასი სეზონზე, რომელიც  ტურისტებს აშინებს. ამ თემაზე მუდმივად მაქვს საუბრები სიღნაღის სასტუმროების მეპატრონეებთან, რომ ჯობია იყოს ლოგიკურად დაბალი ფასი, ვიდრე ალოგიკურად მაღალი. მაგალითად, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი. 

    სამწუხაროდ, ორივე პრობლემამ ერთდროულად  იმოქმედა და მაშინ როდესაც ასეთი კარგი ამინდია, თბილი ნოემბერი დგას, სიღნაღი სრულიად დაცლილია და აბსოლუტურად სტუმრის გარეშე დარჩა, რაც სერიოზული პრობლემაა სასტუმროებისთვის“, - განმარტავს "კომერსანტთან" მოროშკინა.

    მისი თქმით, მართალია თავის სასტუმროებში ძირითადად ევროპელი ტურისტები ჰყავს, თუმცა, რუსი ტურისტების შემცირება სიღნაღის სასტუმროებზე ძალიან ცუდად აისახა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ლია   (13.11.2019)
    ღორები!!!!ასევეა ბათუმში, სეზონზე ქობულეთში, მეორედ ვინღა ჩავა იქ...

    Natalia   (13.11.2019)
    Am kvekanashi ert dgeshi yndat vitom bizneesmenebc gamdidreba,ykan ypro mivdivart vidre cin,25ra ybedyreba xajapyrshi, pitershi rectoranshi ara ec paci,

    222   (12.11.2019)
    ეს სულ ჩურჩხელებზე ფიქრობს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×