სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

     

    დეკანოზ გიორგი რაზმაძის განცხადებით, ქეთევან წამებულის ეკლესიის მგალობლებს, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებითმა ჯგუფმა, ფილმის თემატიკის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 

    დეკანოზის ინფორმაციით, მგალობლებს ზაფხულში დაურეკეს. ფილმის რეჟისორის ასისტენტმა მათ უთხრა, რომ ფილმი "ქალ-ვაჟურ სიყვარულზეა და ტრადიციებზეა დაფუძნებული".

    მგალობლები შეთავაზებას დათანხმდნენ, თუმცა მხოლოდ პრემიერის შემდეგ გაიგე, თუ რა თემატიკის ფილმში იყო მათი გალობა გამოყენებული.

    დეკანოზ გიორგი რაზმაძის თქმით, მგალობლები ფაქტის გამოძიებას და ფილმიდან ამ კონკრეტული ნაწილის ამოღებას ითხოვენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (12.11.2019)
    მგალობლებო, მონაზვნებო, ბერებო, დიაკვნებო, მღვდლებო და მეუფეებო! მეგობრულად გირჩევთ, ეკლესიაში ჩაბუდებულ სიმახინჯეებს მიხედეთ, ადამიანებს იმედს ნუ უცრუებთ, ყველამ ერთად იფიქროთ ეკლესიის გაჯანსაღებაზე, და იმ მანკიერი მხარის ამოძირკვაზე რაც მანდ ხდება. ამ ფილმს მოქალაქეებიც მიხედავენ, თქვენ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა გაქვთ გადასაწყვეტი, მოიკრიფეთ გონება ცუდის დასაძლევად! თქვენი კეთილისმსურველი მრევლის ერთ-ერთი წარმომადგენელი>


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×