სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.11.2019

    (რეზონანსი) ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ.

    აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რაც სააგენტოს თავად ლევან კალანდაძემ დაუდასტურა.

    კალანდაძის თქმით, მან და ირაკლი ლექვინაძემ გადადგომის შესახებ განცხადებები 8 ნოემბერს დაწერეს.

    „მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარს პრესსამსახური გააკეთებს. ეს მოხდა ჩვენი სურვილით. რაიმე პოლიტიკურ ჩარევას კატეგორიულად გამოვრიცხავ", - განაცხადა კალანდაძემ.

    მისივე განმარტებით, ის და ირაკლი ლექვინაძე სავარაუდოდ, ისევ ერთ სტრუქტურაში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა სად, კალანდაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

    შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×