სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.10.2019

      „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის სახელმძღვანელო მოიცავს როგორც ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, ასევე მედიკამენტოზურ მკურნალობას.

    მისივე თქმით, თამბაქოსთვის თავის დანებებისთვის საჭირო პრეპარატები ყველა მწეველისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის სრულიად უფასო. ამის შესახებ ბახტურიძემ თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ადგილობრივი და ევროპული სახელმძღვანელოების პრეზენტაციაზე განაცხადა.

    „გაიდლაინი და პროტოკოლი, ეს არის სავალდებულო დოკუმენტი ექიმებისთვის, რომელიც უნდა გაითვალისწინონ თამბაქოსთვის თავის დანებების პრაქტიკაში. ეს გაიდლაინები მოიცავს, როგორც ფსიქოლოგიურ რჩევასა და კონსულტაციებს, ასევე ფარმაკოთერპიასაც - როგორ და რა მედიკამენტების საშუალებით უნდა უმკურნალონ თამბაქოსთვის თავის დანებების მსურველ პირებს. გარდა ამისა, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მედიკამენტები იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მწეველებისთვის, ამიტომ ჩვენი ინიციატივით პარლამენტმა უკვე დაიწყო განხილვა და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. დღგ-სგან და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლდება თამბაქოსთვის თავის დანებების ყველა საშუალება, ასევე დღეს ოფიციალურად კიდევ ერთხელ ვთხოვთ სამინისტროს, რომ ქრონიკულად მოავადე, ნიკოტინზე დამოკიდებული პირებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მედიკამენტები და სერვისები იყოს აბსოლუტურად უფასო", - განაცხადა ბახტურიძემ.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×