რეზონანსი
19.10.2019

  გურამიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანიდანაა.

ტიბაანში მერის წარმომადგენლის, ლია მაძღარაშვილის ინფორმაციით, სოსო ჯავახიშვილი ტიბაანში გაიზარდა და ბოლოს ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა.

„სკოლა აქ დაამთავრა. კარგი ახალგაზრდაა, მამამისი, ჯემალ ჯავახიშვილი, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. როგორც ვიცი, სოსოს დაოჯახებული არ არის", - განაცხადა მაძღარაშვილმა.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ქართული ოცნება, სოსო ჯავახიშვილს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის ერთ- ერთ კანდიდატად განიხილავდა, თუმცა, შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×