რეზონანსი
17.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფაგრლებში გამართული მოსმენის დროს, როდესაც სირიაში განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვეს განაცხადა რომ, მთავრობა აანალიზებს თურქეთის ოპერაციის გავლენებს საქართველოზე.

"ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ასევე, ვაცნობიერებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის ინტერესს, რომ მის საზღვრებთან უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების გარემო. ამავე დროს, დაინტერესებული ვართ, რომ ორ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს -თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, იყოს მიღწეული შეთანხმება, რადგანაც ეს დიდწილად განაპირობებს რეგიონში შემდგომ უსაფრთხოებას", - განაცხადა ზალკალიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×