რეზონანსი
17.10.2019

 (რეზონანსი) ბოლნისში მონხდარი შემზარავი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

31 წლის ილგან ნასიბოვმა 25 წლის ცოლი ნიჯარ ნასიბოვი ქამრით გაგუდა.

როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი აზერბაიჯანიდან გუშინ ბრალდებულის მშობლების ჩამოვიდა. გვიან ღამით კი ახლობლებს პოლიცია დაუკავშირდა და მკვლელობის შესახებ აცნობა.

მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებული, არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა კაცი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ახლობლები ამბობენ, რომ მკვლელობამდე ცოლ-ქმარმა მათ უთხრეს, რომ მეგობართან მიდიოდნენ.

"10 საათი იქნებოდა, როცა პოლიციამ დაგვირეკა. რუსთავში ექსპერტიზაზე ჰყავდათ, დღეს კი ნაჯარის მშობლები ჩამოვიდნენ და ცხედარი ბაქოში გადაასვენეს"- განაცხადა ადგილობრივმა.

დაღუპულს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მომხდარში ბრალდებული პირი დაკავებულია. გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×