რეზონანსი
15.10.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ალექსანდრე ერქვანიამ დემოგრაფიის საკითხზე ისაუბრა და ხელისუფლებას ეფექტური ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.

ერქვანიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა იმყოფება დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე, შემცირებულია შობადობა, იზრდება განქორწინებულ წყვილთა რაოდენობა, სერიოზული პრობლემებია ემიგრაციის მხრივ, მზარდია უცხოეთში ახალგაზრდების გადინება, იცლება სოფლები, არასრულწლოვნები ჩართულები არიან აზარტულ თამაშებში, ხშირია არასრულწლოვანთა ნარკომანიის და პროსტიტუციის ფაქტები.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა რომ ქვეყნის მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად.

„სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ აფასებს იმ მძიმე შედეგებს, რაც შეიძლება მოყვეს ზემოხსენებული პრობლემების მოგვარებას, რად გვინდა გალამაზებული ქალაქები, დაგებული გზები თუ ქართველები აღარ ვიქნებით, მთელი რესურსი მიმართული უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ოჯახების გასაძლიერებლად და ერის გასამრავლებლად, უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები გამკაცრდეს ემიგრაცია, მამათმავლობის და მსგავსი გარყვნილებების პროპაგანდა და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ორსულ ქალებს და მრავალშვილიან ოჯახებს. მივმართავ მთავრობას, შობადობის გაზრდის მიზნით განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები და ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო დემოგრაფიული მდგომარეობა", - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×