სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.10.2019

      ბათუმში არსებულ 12 სასაფლაოზე ახალი საფლავისთვის ადგილი აღარ არის. მოსახლეობის ნაწილი იძულებულია მიცვალებულები ერთმანეთზე დაკრძალოს. 4 მილიონიც გამოყოფილია და ცნობილია ტენდერშიც გამარჯვებული, მაგრამ ეს პროექტი, ფაქტობრივად ჩავარდა. ახალ ტერიტორიაზე ნაპრალები ჩნდება. საქმეს უკვე პროკურატურა სწავლობს.

    ბათუმის მერიამ 18 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სასაფლაო 2018 წელს ჩაიბარა, მაგრამ მოგვიანებით გაარკვია, რომ აქ მიცვალებულებს ვერ დაკრძალავდნენ. ნიადაგი მოძრავი აღმოჩნდა და სამუშაოების დასრულებისთანავე ნაპრალები გაჩნდა.

    ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ. ამის დასტურად ისინი ჩაშლილ ტენდერს და დაუსრულებელ გამოძიებას ასახელებენ.

    საქმის გამოძიება კი თებერვალში დაიწყო.

    წყარო: რუსთავი 2

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×