სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

      უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შავა თადუმაძის განცხადებით, ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს საქმიანობას, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს და მოსამართლედ არ განმწესდება.

    შალვა თადუმაძემ დეპუტატ ნინო გოგუაძის კითხვას უპასუხა:

    „ძალიან საინტერესო კითხვაა და ალბათ, საფიქრალიც გამიჩნდება. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ერთი და იგივე კატეგორიის პროფესიონალიზმია მოსამართლის სტატუსი და გენერალური პროკურორი, თუმცა ჩემს დღევანდელ თანამდებობას არ ვაკნინებ. ყველა იურისტისთვის ცნობილია, რომ მოსამართლე არის უმაღლესი სტატუსი. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც არ აკმაყოფილებს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, ეს მოსამართლის აღმატებულობაზე მიუთითებს ცალსახად. არ ვფიქრობ, რომ გენერალური პროკურორობა აპრიორი მოსამართლეობის სტანდარტია.

    თუმცა, ლეგიტიმაციის საკითხში საფიქრალი გამიჩნდება. ჯერ არ მაქვს მოფიქრებული", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

    დეპუტატმა ნინო გოგუაძემ კითხვა დააზუსტა - "საფიქრალი რაზე, რომ დარჩეთ იმავე თანამდებობაზე, რომელზეც ხართ?" - რაზეც შალვა თადუმაძემ მიუგო:

    „დიახ, დავრჩე იმ პოზიციაზე რომელ პოზიციაზეც ვარ", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

    წყარო: მარშალპრესი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×