სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი) პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა უმრავლესობას ბრალად მძიმე და ნახევრად მძიმე დანაშაულები ედება. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი ის პირი შეიწყალა ვისაც ბრალი ყაჩაღობაში, ქურდობაში, ძარცვაში, თაღლითობასა და მითვისებაში ედებოდა.

    პრეზიდენტს გასული 9 თვის განმავლობაში, შეწყალების თაობაზე განცხადებით სულ 4468 პირმა მიმართა, საიდანაც სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების გადაწყვეტილება 91 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო.

    შეწყალებულთა შორის 60 პირი ყაჩაღობისთვის, ქურდობისთვის, ძარცვისთვის, თაღლითობისა და მითვისების ბრალდებით იყო გასამართლებული.

    შეწყალებულებს შორის 4 პირი სასჯელს საფინანსო საქმიანობაში სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის იხდიდა, 3 მკვლელობისთვის, 8 ნარკოტიკული დანაშაულისთვის, 4 ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დანაშაულისთვის. 3 პირი მსჯავრდებული იყო ქრთამის აღება - მიცემის ფაქტზე ხოლო 9 პირი სხვადასხვა დანაშაულისთვის.

    ინფორმაციას EMC ავრცელებს.

    ყველა შემთხვევაში, შეწყალების გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა.

    ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შეწყალების უფლებამოსილებაზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადებით, ზიანი ადგება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის, ხშირად, შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×