რეზონანსი
16.09.2019

 (რეზონანსი) მამა, რომელიც 14 წლის შვილზე ძალადობდა და მოზარდი ჯაჭვით დააბა, დაკავებულია.

„იმედის კვირამ" გამოაქვეყნა ექსკლუზურად მოპოვებული ფოტო, რომელზეც სწორედ ის შემზარავი ფაქტია აღბეჭდილი.

გარდა ამისა, გავრცელდა ამონარიდი ბიჭის ჩვენებიდან, რომელიც ჰყვება, თუ როგორ ძალადობდა მამა შვილზე.

„მამაჩემმა მაისში ორჯერ დამაბა. ჩვენი საცხოვრებლის ეზოში, ვაზის ტალავერზე ჯაჭვით. მან ამ დაბმით დამსაჯა იმის გამო, რომ გარკვეული პერიოდის წინ, მოვიპარე სახლიდან ფული. თუმცა იგი სხვა დროსაც არაერთხელ გამბრაზებია. ხშირად მეჩხუბებოდა, მიყვიროდა და აგრესიულად იყო განწყობილი. მე მის სიყვარულს ვერ ვგრძნობდი. მიშლიდა ბურთის თამაშს, ეზოდან როცა გავდიოდი საცემრად იწევდა...

სახლში შემიყვანა. ჯაჭვით დამაბა. დაბმის შემდეგ მაჭამა ყველი და პური. დაახლოებით 21 საათისთვის დაძინება დავაპირე და მამაჩემმა ფეხზე მომხსნა ჯაჭვი და ყელზე შემომახვია. მერე ისევ საწოლის ფეხზე მიმაბა ისე, რომ ვერ გავხსნიდი, რადგან ბოქლომი ედო. მთელი ღამე ჯაჭვით დაბმულს მეძინა. მერე დილით ისევ ტალავერზე უნდა დავები. მე დავიწყე ტირილი და ვუთხარი, რომ ასე არ შემეძლო. ფეხზე შემოხვეული მქონდა ტომარა, რომ დაზიანება არ შემტყობოდა., -წერს ბიჭი ჩვენებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×