სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.09.2019

     (რეზონანსი) პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილს მხარი საკუთარი ბიზნესის და გუნდის გადასარჩენად დაუჭირა.

    "ახლა ვუსმენ ბანკირ მამუკა ხაზარაძეს „მთავარ არხზე" - პასუხებმა კიდევ ერთხელ განმაცვიფრა, ნიკა გვარამიას კითხვაზე, რატომ დაწერეთ წერილი რითიც მხარდაჭერა გამოუცხადეთ არჩევნების წინ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ანტისახელმწიფროებრივი განცხადებები და პოზიცია აქვს დაფიქსირებულიო ასე უპასუხა ბანკირმა, "ბიზნესი და ჩემი გუნდი, უნდა გადამერჩინა რომ არ დამეზიანებია" ანუ კაცს, რომელსაც ქვეყნის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია- უპირველესი თავისი ბანკი და გუნდი ჰგონია - მინდა შევახსენო ბანკირს, რომ საქართველო ხაზარაძის "გუნდი" არ არის! მეორე -პროკურატურის მახინჯი სისტემა გვაქვსო და თავად შოთაძის ანუ მაშინდელი პროკურორის დანაშაულებრივ ქმედებას ბანკირი თურმე მალავს წლების მანძილზე, რატომ? აქაც "ბიზნესი და გუნდი უნდა გადავარჩინო" არის პასუხი ვააახ ჩემო ქვეყანავ - "ტიპებს" საქართველო ბიზნეს პროექტი ჰგონიათ და ამიტომაც ვართ ამ დღეში- სიტყვა "მტრობა- მტერი "არ მოსწონს ბანკირს - ჰოდა მაშინ ვეტყვი, რომ მტერი არა და უფრო ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება, მხოლოდ ზურაბიშვილისგან მაქვს მოსმენილი- ახლა სრულიად გასაგებია ჩემთვის, რატომ დაუჭირა მხარი გულმხურვალედ სალომე ზურაბიშვილს- საქართველო კი არა - ბიზნეს-გუნდი გადაარჩინა თურმე, ეს "რეებს " ვისმენ მართლა მეტირება, კაცს - ბანკირს, შოთაძით აშინებდნენ თურმე და ამას, რომ პუტინმა დაუბღვიროს ერთი, (თან ხაზარაძემ "გუნდის" გადარჩენა მოინდომოს კვლავ), საქართველოს ჩააბარებს ალბათ, პუტინის ერთ დაცემინებაში - ეჰ, თქვენი ბიზნესი არ ვიცი და საქართველო ნაღდად ვერ გადარჩება თქვენს ხელში ბ.ნო ბანკირო! ჰოდა, გადაარჩინეთ თქვენი ბიზნესი ბანკირო და საქართველოს ჩვენ მივხედავთ და გადავარჩენთ კიდეც, შეშინებული ბიზნესმენებისგან, ხელისუფლებებთან, რომ საქმეებს ალაგებენ მუდამ ,ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ( აკი აირჩია კიდეც პ-რეზიდენტი- სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე - "გუნდი გადავარჩინეო")! ბანკი არ არის სამშობლო, ბ-ნო ბანკირო! თუ როგორც თქვენ ამბობთ -"ძმაო"!! p.s ისე, მინდა ვთქვა, რომ ამ ინტერვიუთი მთავარ არხზე , ხაზარაძე - დასრულდა!- ", - წერს სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (16.09.2019)
    იტირე, იტირე,თაკო! სალომე ზურაბიშვილი 10-ჯერ გიყიდის და გაგყიდის. შენი დონის ცოდნა , ქალობა და გამოცდილება მას ნეკში აქვს. ხაზარაძეს შენგან წიხლი არ ეკუთვნის,რადგან ერთ სიბრტყეში ხართ, მორალური სიწმინდე დაკარგული გაქვთ. ჯანსუღ ჩარკვიანი ზვიადის მოწინააღმდეგეთა რიგებს ავსებდა, გასაკვირი არაფერია შენი პოზიციის გამო.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×