რეზონანსი
12.09.2019

 ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ დმანისში აღმოჩნდა. უძველესი მარტორქის ბიომოლეკულარულმა კვლევამ შესაძლოა, ევოლუციური საიდუმლოებები ამოხსნას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია - ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი.

ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ-ი, რომელმაც მილიონი წლით დააძველა აქამდე ცნობილი ინფორმაცია, რომელიც კუნძულ იუკონზე (ჩრდილო-დასავლეთ კანადა) აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო მიღებული.

დმანისში აღმოჩენილი უძველესი მარტორქის ბიომოლეკულარული კვლევების შესახებ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი Nature სტატიას აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×