სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.08.2019

     (რეზონანსი) არავისზე ნაკლებად არ მტკივა ახალგაზრდები, ვინც თვალი დაკარგა, თუმცა პრეზიდენტი ვერ გაამართლებს, ვინც ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.

    ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სიძულვილის ენა და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის

    „აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის. ადამიანის უფლებების დაცვა არის არა მხოლოდ ჩემი მოვალეობა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური საზრუნავი სხვდასხვა ფორმით და სხვდასხვა ძალისხმევით.

    მე, პირადად და ვიცი რომ თქვენც, არავისზე ნაკლებად არ მტკივა და არ გვტკივა, იმ ახალგაზრდებზე ვინც თვალი დაკარგა და მათ შორის ერთმა პოლიციელმა 20 ივნისის მოვლენების დროს. ეს ჩვენი ყველასი ტკივილია და ყველანი ერთად ვიზიარებთ ამ ტრაგედიას. თუმცა, პრეზიდენტი ვერანაირად ვერ გაამართლებს, ვინც პოლიციაზე ძალადობდა, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ.

    კონსტიტუციის გარანტორობა ამას ნიშნავს. პროტესტი არათუ მისაღებია, არამედ განუყოფელი ნაწილია დემოკრატიის. თუმცა, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების შეტევა არის უმძიმესი დანაშაული მით უმეტეს ქვეყანაში რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (25.08.2019)
    მაინტერესებს ე.წ. "ქვეყნის პრეზიდენტი" როგორ ამართლებს გავრილოვის პარლამენტში მიპატიჟებას?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×