რეზონანსი
22.08.2019

 

ამ ნაძირალა კაცს გადაეცით, რომ ენას ამოვაძრობ და ხელში დავაჭერინებ - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ზურა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ზურა ხაჩიძე ნიუსს გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ ნინი ქარსელაძე და ზურა ხაჩიძე „კურიერს" წაიყვანდნენ.

„ამ ნაძირალა კაცს გადაეცით, რომ ენას ამოვაძრობ და ხელში დავაჭერინებ!(ამისთვის ეხლა არ მცალია ხათუანა მყავს მისახედი) რაც შეეხება ამ საგენტოს ჩემი ოჯახის წევრების ლანძღვისთვის და ყბაში მიცემისთვის ერთი არ აგცდეთ რაც აქ კომენტარებში წერენ!(სრული მარაზმია ეს სტატუსების გამოქვეყნება და ადამიანების დისკრედიტაცია)

ოჯახის წევრებს არ გაგალნძღვინებთ თქვე ნაძირლებო. იქნება ვინმეს წამოგცდეთ თმენის ვალდებულებაო?! ჩემზე დაწერეს ცოტა ხნის წინ სრული სიყალბე. ამოიწერეს სრული უზუსტობები ჩემი სავალდებულო ქონებრივი დეკლარაციიდან და ალანძღვინეს ჩემი თავი ხალხს. ადამიანები არც შედიან იქ რა წერია სათაურით მლანძღავდენ თუ საიდან ავიღე წინა წელს მთელი წლის მანძილზე 50 000 ლარი! შეგახსენებთ, სამი თვეა რაც დავინიშნე. რაღაცა ზომებია მისაღები.

მაგალითად, ის რაც საფრანგეთმა მიიღო ყალბი სტატიების და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის! ეს ნაძირლები და უცოდინარები ეწევიან ადამიანების პროვოცირებას. კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემზე გავატარე და ამას ესე არ დავტოვებ. დ.მ. ვინც ჩემს ოჯახს შეეხება! (სრული ბოდვაა რაც აქ წერია და ჩემს ოჯახს თავი დაანებეთ თორე დ.მ.)", - დაწერა ზურა ხაჩიძემ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×