სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.08.2019

      „რუსთავი 2"-დან რეგიონული ჟურნალისტებიც მიდიან. გუშინ კურიერი კახეთის ბიუროს ჟურნალისტმა, ია გულიაშვილმა და ემა გოგოხიამ დატოვა.

    ათი წელია, მის გარეშე არ მიცხოვრია, არ მიმიტოვებია, არ მივუტოვებივარ. ვემშვიდობები ჩემს სახლს, საიდანაც ჯერ კიდევ 2015 წელს ცდილობდა მისი მფლობელი ხალვაში ჩემს გაგდებას.მშვიდობით არა, ნახვამდის,- წერს ია გულიაშვილი სოციალურ ქსელში.

    ია გულიაშვილი რუსთავი 2-ში 2009 წლიდან მუშაობდა.

    ტელეკომპანია „რუსთავი 2" ასევე დატოვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ.

    „იქ სადაც სამშობლოს ოკუპანტზე ოკუპანტს ვერ იტყვი ვერ გაჩერდები. მე ვარ ჩემი გუნდის გვერდით" - აცხადებს ემა გოგოხია.

    თეა ვარშალომიძე, აჭარის კორესპონდენტი: „მეგობრებო, დროა საჯაროდ გავახმოვანო ჩემი პოზიციაც, რომელიც ჩემი მეგობრებისთვის ცნობილია უკვე რამდენიმე დღეა. რა თქმა უნდა ვდგავარ იქ, სადაც ჩემი გუნდია და რომელ გუნდთან ერთადაც გავატარე ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ვარ ამაყი, რომ ბოლო 14 წლის აჭარის ისტორიის დაწერაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი".

    შეგახსნებთ, რომ გუშინ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ი კურიერის თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.

    ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ტელეკომპანიის სხვა ცნობილი სახეები გაათავისუფლა. პროტესტის ნიშნად, ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში „კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამის შემდეგ „კურიერი" ეთერში აღარ გასულა

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (22.08.2019)
    გამარჯვებები და გამარჯვებები საქართველოს პატრიოტებო, მართალო ადამიანებო და რაც მთავარია მოუსყიდავებო. უდიდეს პატივს გცემთ. დარწმუნებული ვარ თქვენი ახალი არხის მეშვეობით მოსახლეობის ის დაბინდული ნაწილიც გამოფხიზლდება და ერთიანი ძალით არჩევნებზე დავამარცხებთ ქვეყნის ჭირად მოვლენილ ქოცნაძირლებს!!!

    Moto   (22.08.2019)
    Gaintavisuplet tavebi jurnalistebo nu iknebit kartvelmodzule liderebis patimrebi mere odesgas tkveni tavebis da warsulis shegrsxvebat

    Kuka   (22.08.2019)
    Deda motkniat am miha dorblianis trakis mlokavebs gvaramias tamadobit!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×