სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.08.2019

      ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ. ინფორმაციას „აი,ფაქტი" ავრცელებს. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ ექსპერიმენტი

    ორ სასტუმროში და სამ კაფეში ჩაატარა, ყველა მათგანი მომსახურების საფასურს რუბლში იღებს. იგივე განმეორდა ექვს გარემოვაჭრესთან, ისინიც რუბლში ვაჭრობენ.

    საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება ეროვნული ვალუტაა.

    საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის თანახმად, „ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა."

    ფასანაური-ყაზბეგში მდებარე ობიექტები კი არც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იმყოფებიან, არც თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებია და არც განსაკუთრებული გამონაკლისი. შესაბამისად, უნდა ვაჭრობდნენ მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×