სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.08.2019

     (რეზონანსი) ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები სტამბოლში, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა, რამდენიმე ადგილზე კი გზა ჩაინგრა. ქუჩების გარდა დაიტბორა სტამბოლის ცნობილი "დიდი ბაზარი" (Grand Bazaar). როგორც თურქული გამოცემა Hurriyet Daily News იტყობინება, წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული.

    მედიასაშუალების ცნობით, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება და დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები.

    ადიდებულმა ზღვამ დატბორა უსკუდარის სკვერი, საცობში გაჭედილ მძღოლებს კი მეხანძრე-მაშველების დახმარება დასჭირდათ. სტიქიის გამო დროებით შეწყდა საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქის ევროპულ და აზიურ ნაწილს შორის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×