სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.08.2019

      ზუგდიდში, დღეს დილით ავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება:

    „თავისა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით პაციენტი გადაყვანილია სპეციალიზებულ კლინიკაში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში"- განაცხადა ორჟონიამ.

    ჯერჯერობით დაშავებული ქალის ვინაობის დადგენა ისევ ვერ ხერხდება.

    შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ქვეითად მოსიარულე ქალს აუდის მარკის ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩას კვეთდა.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×