სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.08.2019

      ხელისუფლების მხრიდან სატელევიზიო არხებისთვის დავალიანების ჩამოწერის ან რესტრუქტურიზაციის საკითხის წამოწევას რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. მისი თქმით, რატომ არ იხდიდა რუსთავი2 დავალიანებას ეს საკითხი საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც ცნობილია და ეს ტელეკომპანიაზე დაწესებულ ყადაღას უკავშირდება, თუმცა მისი თქმით გაუგებარია, რატომ დააგროვა დავალიანება იმედმა და მის ჰოლდინგში შემავალმა მაესტრომ:

    „ჩვენ სახელმწიფომ დაგვაყენა ამ სიტუაციის წინაშე, რომ ან ტვ უნდა გაგვეჩერებინა, ან გადასახადები გვეხადა, თუ გირაო არ მოიხსნებოდა. გირაოს მიუხედავად, კიდე კარგა ხანს ვიხდიდით, როცა ვერ შევძელით და გირაო მაინც არ მოიხსნა, საჯაროდ განვაცხადეთ და გავჩერდით.

    და იმედი და მესტრო რომ ჯამში იმდენივეა, ეს ჰოლდინგი რატომ არ იხდიდა, იცის ვინმემ?"- აცხადებს ნიკა გვარამია.

    ტელეკომპანიებისთვის ვალების ჩამოწერას ეწინააღმდეგება ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილიც. მისი თქმით ე.წ. ლიდერი ტელევიზიები ფაქტიურად გათავისუფლებულები არიან გადასახადებისგან, მაშინ როდესაც მცირე ტელევიზიები გადასახადებს მუდმივად იხდიან, ეს კი მისი განცხადებით უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ტელევიზიებს.

    წყარო: ნიუპოსტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ბონდო   (15.08.2019)
    ოეეე ყველა ტელევიზიაააა - ვინც არ იხდით გადასახადებს - ბოლო კაპიკამდე უნდა გადაიხადოთ რაც გაქვთ გადასახადი ყველამ განურჩევლად!!! ხალხს სისხლს უშრობენ ეს უმაქნისი მთავრობა რა წაართვან იმას ფიქრობენ და ამათ კიდევ ეპრანჭებიან ეს ქაჯები!!! ყველას ყველაფერი გადაახდევინეთ თორემ ხალხი არ გაპატიებთ ცალმხრივობას და ნახავთ რაც მოგივათ!!!

    1234   (14.08.2019)
    შეგემცირებინა ხელფასები (მილიონის ნაცვლად, ნახევარი მილიონი აგეღო ხელფასი) და ისე გადაგეხადა გადასახადი. რუსთავი 2-ს რამდენჯერმე ჩამოაწერა ათეულ მილიონობით ვალი სააკამ, დაწყებული კიწმარა და დვალებიდან. მაშინაც ივანა გებრძოდათ? დამნაშავე სახელწიფოა რომ ეს კომპანია აქამდე არ გაყიდა აუქციონზე გადასახების გადაუხდელობის გამო და ბიუჯეტი (ხალხი) აზარალა მრავალჯერ ამ ვირთხების ხარჯზე რომლებიც პატრიოტიზმზე ლაპარაკობენ და სინამდვილეში კორუფციას - კანონის გარეთ გასულ, "დაკრიშულ", ბიზნესებს წარმოადგენენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×