სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.08.2019

      სირიისა და რუსეთის მთავრობებს საავადმყოფოებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. ამერიკული ორგანიზაცია „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის" აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, 29 აპრილიდან დღემდე, ბაშარ ალ ასადის და ვლადიმერ პუტინის საჰაერო ძალებმა სირიაში 46 კლინიკა დაბომბეს. აქედან 16 შემთხვევა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია.

    საუბარია იდლიბის პროვინციაში, ამხობებულთა წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაიაზე, რომელსაც სირია და რუსეთი ერთობლივად ახორციელებენ.

    საომარ ზონაში მომუშავე ექიმები აცხადებენ, რომ ეგონათ საავადმყოფოები ყველაზე უსაფრთხო ადგილი იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

    გაეროს ინფორმაციით, იდლიბში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შედეგად, 450 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული. ასობით ათასმა ადამიანმა კი საცხოვრებელი სახლი მიატოვა და თავშესაფრის საძიებლად გაიქცა.

    გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის გადაწყვეტილებით, დაიწყო გამოძიება სირიაში სამოქალაქო დაწესებულებზე, კერძოდ საავადმყოფოებზე, კლინიკებსა და სკოლებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირები.

    რუსეთი და სირია სამოქალაქო დაწესებულებებზე თავდასხმას უარყოფენ. გამოძიების დაწყებას ოფიციალური მოსკოვი შეცდომად მიიჩნევს.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×