სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.08.2019

     (რეზონანსი) ქუთაისის შემოვლითი გზის დაკეტვას და არასწორად მოწყობილ ავტობანს სოფელ ნახშირღელეს მოსახლეობა პარტია „თავისუფალი საქართველოსთან" ერთად აპროტესტებს.

    მოსახლეობის თქმით, ავტობანის გამო მათ სოფლებში შესასვლელი გზა დაიკეტა და მათ დამატებით ასეულობით მეტრის გავლა უწევთ.

    მათივე თქმით, არასწორად მოწყობილ გზას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია კი ხელისუფლებისგან რეალურ ქმედებებს მოითხოვს.

    „დღეს ჰქონდა კონფერენცია პრემიერ-მინისტრს და ინფრასტრუქტურის მინისტრს და იმნაირი ამბები მოყვეს, თავი ამერიკაში მეგონა. რეალობა არის ეს, რაც ახლა ამ წუთას აქ ხდება. მილიონობით ლარია გადაყრილი, 3-4 წელი დაკეტილია ეს გზა... გადაქცეულია ქუთაისი ჯოჯოხეთად... დაამთავრეთ უგუნურება და მართლა გააკეთეთ რაღაც," - განაცხადა გოგი წულაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×