სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.08.2019

      "რუსთავი2" - ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის ქიბარ ხალვაშის განცხადებას არხის შეძენის შესახებ არავინ გამოხმაურებია. პაატა სალია არ აკონკრეტებს, თუ რამდენი პროცენტის გაყიდვას აპირებს ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, ის დაელოდება პოტენციური მყიდველის შეთავაზებას.

    კითხვაზე, რატომ იყო წარდგენილი გასაყიდად "რუსთავი 2" ნეგატიურ კონტექსტში, სალია აცხადებს, რომ პოტენციური მყიდველისთვის ცნობილი უნდა იყოს ის დავალიანებები, რომელიც კომპანიას გააჩნია.

    „ჩვენ წარვადგინეთ ის რეალური ვითარება, რაც არის. შელამაზებული რომ წარგვედგინა როგორ გგონიათ პოტენციური მყიდველი გამოჩნდებოდა და არ გადაამოწმებდა და ვერ გაიგებდა რეალობას? ანუ ტყუილად დაგვეწყო ურთიერთობა პოტენციურ მყიდველთან. ჩვენ ვთქვით და თუ გამოჩნდება, გამოჩნდება. თუ არ გამოჩნდება, გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არის ძალიან მარტივი,"-განაცხადა პაატა სალიამ.

    რაც შეეხება "რუსთავი 2-ის" ვალს ბიუჯეტის მიმართ და ფინანსთა მინისტრის განცხადებას პაატა სალია აცხადებს, რომ ის გეგმავს მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან. მისივე თქმით, ამ დრომდე ის პირველი რიგის პრობლემების გადაჭრით იყო დაკავებული.

    „აუცილებელია გამოინახოს საერთო ენა სახელმწიფო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 27 მილიონი არის ბიუჯეტის დავალიანება. შეუძლებელია ფაქტიურად ფუნქციონირება გააგრძელოს კომპანიამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალების მიმართ თავის მოთხოვნის აღსრულებას და ა.შ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს საუბარი უნდა შედგეს. მოგეხსენებათ არც ისე დიდი დროა გასული რაც მოვედი კომპანიაში. ბევრი სხვა პირველი რიგის ამოცანა იყო გადასაწყვეტი რაც შეეხება ხელფასები, საწვავის ხარჯი და ა.შ,"- "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა.

    შგახსენებთ, ტელეკომპანიის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება "რუსთავი 2-ის" ერთი კვირის ვადაში გაყიდვის შესახებ, გუშინ გააკეთა.

    წყარო: ნიუპოსტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×