სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     (რეზონანსი) ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს. ბესელია „ტვ პირველის" ეთერში ვანო ზარდიაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზარდიაშვილმა მას „ვირთხა" უწოდა. ეკა ბესელია ამბობს, რომ თუ „ქართული ოცნება" ასეთი მეთოდებით გააგრძელებს მასთან ბრძოლას, მისი პასუხიც შესაბამისი იქნება.

    „ჩემს მოთმინებას ნუ ზომავ. პრობლემა არის რომ ის, ზარდიაშვილი "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობს და ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო და ეს არის ჩემი გაფრთხილებაც, რომ თუ ამ არარაობების პირით საუბარს გააგრძელებს „ქართული ოცნება" ჩემთან და ასეთი აკრძალული მეთოდებით გააგრძელებს თავდასხმებს, ჩემი პასუხი იქნება ძალიან მწარე.

    მე ამ არარაობებისგან განსხვავებით, რომელთა ხელწერაც არის ჩაწერა- გავრცელება, შანტაჟი და ყველაფერი უმსგავსობა, მე ჩუმად კი არ მჩვევია ლაპარაკი , მე ღიად ვლაპარაკობ რისი თქმაც შეიძლება და ბევრ რამეს არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ვუფრთხილდები საჯარო ინტერესს, ეთიკურ სტანდარტს , ვუფრთხილდები ქვეყნის ინტერესს. მაგრამ ჩემს მოთმინებას ნუ ზომავენ, ივანიშვილმა დაადუმოს ეს არარაობები." -განაცხადა ეკა ბესელიამ

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლალი   (23.07.2019)
    ბესელია იმუქრება მაგრამ არაფერი ააქვს სააშკარაოზე გამოსატანი ისეთი, რომ შოკში ჩააგდოს ხალხი,ანდა თუ ააქვს თქვას ეს დაშინება რა უსუსურობა..მოკლედ ეს ტიპი ქალი თავიდანვე არ იყო სამართლიანი და აჰა შედეგიც.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×