სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.07.2019

     ეროვნული ვალუტა მორიგი ნახტომისებური გაუფასურებისკენ დაიძრა. ამ დილით "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე, დოლართან მიმართებით, კურსმა უკვე 2.90-ს მიაღწია. გარე სავალუტო ჯიხურებში კი ოპერაციები უფრო მაღალი კურსით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ახლო სამეზობლოში ყველა ვალუტა მყარდება, ვისთანაც კი საქართველოს რამე ფორმით ეკონომიკური ურთიერთობა აქვს და რუსეთის მხრიდან ემბარგოსა და ფულადი გადარიცვხების აკრძალვის საფრთხეც აღარ არსებობს, ლარს უკვე აღარაფერი შველის და იგი განწირულია. 

    "ლარი, დღეს ქართული ეკონომიკის საზომია და აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა დაავადებული და სუსტია და აქ მოკლევადიანი ფაქტორები ვეღარაფერს ცვლის. 

    მოლოდინი , რომელიც რუსულ ემბარგოს ეხებოდა, უკვე გადავლილია მაგრამ სავალუტო ბაზარზე ვითარება საერთოდ არ შეცვლილა. დღეს უკვე გრძელვადიანი ფაქტორების გავლენაა, რაც ეკონომიკური გუნდის და სებ-ის პასუხისმგებლობაა, რომლის ერთადერთი ფუნქციაც ფასების ზედამხედველობაა  და ამასაც ვერ ახორციელებს. 

    თუ ასე გაგრძელდა და ვერაფერი მოახერხეს, რომ სექტემბრის ბოლომდე კურსი ჩამოსცდეს 2.85-ს, დღის წესრიგში დადგება ენერგომატარებლების ტარიფების გადახედვის საკითხი და ამას თავიდან ვერანიარად ვერ ავიცილებთ", - ამბობს "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×