სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.07.2019

      გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების შეთავაზებას საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, რომელიც მათი აზრით, სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი გარანტია იქნებოდა.

    ამის შესახებ "ნეტგაზეთს" რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განუცხადა.

    "წერილობითი გარანტია, რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, არ არსებობს და მით უმეტეს იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული იქიდან გამომდინარე, რომ რაც იქ იყო... თუნდაც მაღალრეიტინგული გადაცემების რეიტინგის შემცირება შეიძლება გამოწივიოს და ასე შემდეგ, რეიტინგის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს ბერვ ფაქტორზე შეიძლება იყოს გამოწვეული და ათასი ინტერპრეტაცია მიეცეს ამას. არ არის ეს ის ფორმა, რაც ჩვენს შორის იუნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი თუ რაიმე სიმპტომი იქნება იმისა, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას, ამის შესახებ ჩვენ უნდა ვისაუბროთ", - განაცხადა სალიამ "რუსთავი 2"- თან საუბრისას.

    წყარო: ნეტგაზეთი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (21.07.2019)
    რომ დათანხმებულიყო, იდიოტი იქნებოდა. რატომ უნდა განკარგოს კერძო ქონება ვიღაც საბჭომ, ეს ხომ საზმაუ არაა, სახელმწიფო ქონება. კერძოა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×