სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

     (რეზონანსი) IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს პარლამენტის წევრების მხრიდან 1430 გაცდენა, 2018 წელს კი - 1500 გაცდენა დაფიქსირდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.

    როგორც ანგარიშის წარდგენისას ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ განაცხადა, პარლამენტის 16 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.

    საჯაიას თქმით, ესენი არიან; ლევან ბეჟანიძეს (უმრავლესობა); რუსლან გაჯიევს(უმრავლესობა), ელგუჯა გოცირიძეს (უმრავლესობა), მახირ დარზიევს (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძეს (უმრავლესობა), თეიმურაზ კოხრეიძეს (უმრავლესობა), გიორგი თოთლაძეს (უმრავლესობა), გიორგი კოპაძეს (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძეს (უმრავლესობა), სამველ მანუკიანს (უმრავლესობა), რომან მუჩიაშვილს (უმრავლესობა), თამაზ ნავერიანს (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძეს (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანს (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბიას (უმრავლესობა), ვიქტორ ჯაფარიძეს (უმრავლესობა).

    საანგარიშო პერიოდშიც პარლამენტის წევრების სხდომების მუშაობაში მონაწილეობა პრობლემური საკითხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის საერთო რაოდენობა, ოჯახური მდგომარეობის მიზეზით გაცდენის მაჩვენებელი კვლავ მაღალია (IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს დაფიქსირდა 1430 გაცდენა, 2018 წელს - 1500 გაცდენა).

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×