სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2019

     აფხაზეთში ნაპოვნი 4 წლის რუსთაველი გოგონას მამა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებული. როგორც "ინფო რუსთავს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, 4 წლის გოგონას დედასთან დაბრუნება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობის შედეგად მოხდა.

    "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების ბეგლარ წილოსანის და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის უკანონო დაკავების ფაქტს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე იმყოფება საკუთარ ოჯახში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

    ამჟამად, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები", - აღნიშნეს უწყებაში.

    შეგახსენებთ, რომ "ინფო რუსთავმა" ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია დაკარგული რუსთაველი ბავშვის აფხაზეთში პოვნასთან დაკავშირებით. მცირეწლოვანს 8 დღის განმავლობაში ეძებდნენ. დედისგან 4 წლის გოგონა ყოფილმა ქმარმა მოტყუებით ჯერ ბათუმში, შემდეგ კი აფაზეთში წაიყვანა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×