სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიური კონკურსი პიარსა და მარკეტინგში „მისია“ მიმდინარეობს. კონკურსი ჯგუფურია (3-5 სტუდენტი) და მასში მონაწილეობა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს შეუძლია. წელს სტუდენტურ კონკურსში  უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 51 გუნდი ჩაერთო. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს:

    პირველ ტურში მონაწილეებმა უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული დავალება შეასრულეს, 

    კონკურსის მეორე ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეულმა ხუთმა ფინალისტმა გუნდმა პარტნიორი კომპანია "ბაზისბანკისგან" მიიღო დავალება – განათლების ხელშემწყობი კამპანიის წარდგენა. 

    „მოხარული ვართ, ვიყოთ ახალი და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან პოპულარული „ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიის“ მხარდამჭერი კომპანია. ვთვლით, რომ ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების საფუძველს განათლებული თაობის აღზრდა წარმოადგენს, ამიტომაც აირჩია "ბაზისბანკმა" სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით  პრიორიტეტად – განათლების მხარდაჭერა. 2006 წლიდან ბანკში არსებობს „განათლების მხარდამჭერი ფონდი“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ასობით პროექტი. სტაბილური და წარმატებული საზოგადოების შექმნის მთავარი ორიენტირი, უალტერნატივოდ, საქართველოში თანამედროვე განათლების ხელშეწყობაა. ამიტომაც, მომავალშიც დიდი სიამოვნებითა და სიამაყით გავაგრძელებთ იმ პროექტებს, რომლებიც ჩვენი მომავალი თაობების კარგ პროფესიონალებად მომზადებას უწყობს ხელს“, - აცხადებს თამუნა ხადური, "ბაზისბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

    ფინალური ნაშრომის შექმნის პროცესში, კონკურსანტები მათთვის განკუთვნილ სემინარებსა და კონსულტაციებს დაესწრებიან, სადაც პროექტის გამართვასა და ეფექტურად განხორციელების საშუალებებს შეისწავლიან.

    ფინალისტი გუნდებიდან სამ საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულ სამეულს "ბაზისბანკისგან" ფულადი თანხა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია გადაეცემა: 

    კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, კომპანია "ბაზისბანკი" პირველი ადგილის მფლობელს გუნდს 2500 ლარს, მეორე ადგილის მფლობელს – 1500 ლარს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს – 1000 ლარს გადასცემს.

    ნიკო ნიკოლაძის პრემიის დაარსების ინიციატორი, კი საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაა. 

    პრემიის ფარგლებში  პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულებს გადაეცემათ საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საგანმანათლებლო პრემია. 

    „ბიზნესისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც ბიზნესის, ისე უნივერსიტეტის განვითარებაში.“ განაცხადა „ჯეპრას“ ხელმძღვანელმა სოსო გალუმაშვილმა

    „პრემიის დაარსების მიზანია ნიჭიერი სტუდენტების წარმოჩენა, ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარება და ბიზნესის საჭიროებებთან მორგებული სწავლებისთვის ცვლილების ხელშეწყობა“, - აღნიშნა „ჯეპრას“ კონსულტანტმა რუსუდან უსტიაშვილმა. 

    კონკურსი „მისიის“ გამარჯვებულები 19 ივლისს გამოვლინდებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×