სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

     ბიზნესმენმა ლევან ვასაძის თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერით თუ მის გარეშე, მის მიერ ჩამოყალიბებული საორგანიზაციო ჯგუფი არ დაუშვებს „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი კვირეულის ჩატარებას.

    „ჩვენს მომხრეებს და მონაწილეებს დაუწყეს გამოკითხვებზე და დაკითხვებზე დაბარება, ესეც ტაქტიკა არის ეტყობა, ჩვენი არევის, შეშინების ან შესაძლოა, სამინისტრო ვალდებულია, რახან საქმე აღიძრა, ჩაატაროს ეს გამოძიება. ჩვენ ვთქვით, ძალიან მკაფიოდ, რომ ვითანამშრომლებთ მასთან. ბოლომდე არ ვენდობით, მაგრამ ვხედავთ რაღაც ნიშნებს, რომ ისინიც არ არიან მოსურნეები ამ გარყვნილების ზეიმის ჩატარებისა, რომელსაც არ ჩავატარებინებთ სახელმწიფოს მხარდაჭერით ან მის გარეშე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

    მისივე თქმით, „თბილისი პრაიდის” წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის შემთხვევაში, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დაიცავენ თავს.

    „არავითარი ცემა და ტყეპა ამ უბედური გრანტიჭამიების და გარყვნილების მქადაგებლების, არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ ვკიდებთ ხელს და გაგვყავს იქიდან. თუ პოლიცია დაგვიყენებს კორდონს, ჩვენ მას გავარღვევთ.

    არავითარი კომბალი არც ერთ გარყვნილს, არც ერთ პროპაგანდისტს ამ გარყვნილებისას, მაგრამ თუ ჩვენ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას და ხელს შეგვიშლიან წესრიგის დამყარებაში, დავიცავთ თავს. თუ ეს დანაშაულია მათ თვალში, ჩვენ თვალში დანაშაულია ის, რასაც ეგენი დაუშვებენ საქართველოში ასეთ არეულობას. ჩვენ გარდა იქ მოვა უამრავი ხალხი, რომელიც არ არის არანაირად გაწევრიანებული საორგანიზაციო ჯგუფში, რომ წესრიგი იყოს, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, ვერ გავაკონტროლებთ და იქ იქნება მაინც არეულობა”, – განაცხადა ვასაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×