სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.06.2019

     სტამბოლში რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიცია საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებს. ინფორმაციას „ჰაბერთურქი“ ავრცელებს.

    შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შორის სტამბოლის ფათიჰის რაიონში მოხდა. თურქული მედიის ცნობით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. 56 წლის მამაკაცი საავადმყოფოში თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ასევე დაჭრილია რუსეთის ერთი მოქალაქე.

    მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მაყუჩიანი იარაღი, ვაზნები და დანა აღმოაჩინეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved