რეზონანსი
13.06.2019

 წუხელ მოსული უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი და სოფლები დაზარალა. ხარაგაულში  დაიტბორა ქუჩები. სტიქიამ სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ხიდი.

დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე  ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. დაიშლამა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან.

შედარებით მცირე იყო ზარალი მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი.

ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე, მწყობრიდან გამოიყვანა სოფელ დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები, რომლებიც ქუჩებს  ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×