სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.06.2019

     ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობა ხშირად მიმართავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ქვეწარმავლების გამოჩენის გამო. მოქალაქეების უმეტესობას გველების მიმართ განსაკუთრებული შიში აქვს და მუდმივად აქტუალურია კითხვები თუ  როგორ უნდა მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას,  რა უნდა გავაკეთოთ ნაკბენის დროს და ა.შ. ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გვაპასუხობს გამოცდილი  ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი.

    "რეალურად ბუნებაში გადაადგილებისას,ნებისმიერ ადგილას შეიძლება წავწყდეთ, მაგრამ, ყველაზე ნაკლები შანსია პროცენტულად  ქვეწარმავალი ვნახოთ ზაფხულში დღის განმავლობაში, პაპანაქებაში მინდორში გველს ვერ ნახავ, ის დამალულია სოროში, ან რაღაც ნაპრალშია ჩამძვრალი, ან დაბურული ბუჩქების ძირას იმალება. ძალიან მაღალი ტეპტერატურის დროს სარდაფებში ჩადის და შესაძლოა სულაც სახლში შემოვიდეს. ამიტომ ეზო უნდა გვქონდეს მოვლილი, ბალახი უნდა იყოს გაკრეჭილი, არ უნდა იყოს სამშენებლო მასალები მიყრილ-მოყრილი, არ უნდა გვქონდეს ანტისანიტარია.  

    ახლა, ამ სეზონზე ქვეწარმავლები თბილისთან ახლოს ბინადრობენ. თბილისში ძალიან ბევრი სახეობის ქვეწარმავალია და მათი გამოჩენის ალბათობა დიდია.

    საქართველოში არის 26 სახეობის ქვეწარმავალი, აქედან 11 სახეობაა შხამიანი, ამ თერთმეტიდან არის ორი უკანაშხამეშვიანი, რაც იმას ნიშნავს რომ უკან აქვს შხამი და კბენის დროს შხამი ადამინის სხეულში ვერ აღწევს, თან ძალიან სუსტი შხამი აქვს. დარჩენილი ცხრა შამიანი სახეობიდან, არიან გველგესლების წარმომადგენლები, გიურზაც გველგესლაა. იგი  გველგესლებიდან ყველაზე საშიშია. საქართველოში სამხრეთ აღმოსავლეთ - საქართველოში ბინადრობს,   მისი დაკბენის შემთხვევაში, ძალიან რთული სიპტომები იჩენს თავს და თუ დროულად არ მივხედეთ ნაკბენს, შეიძლება ადამიანი დაიღუპოს. საერთოდ, დედაქალაქში გიურზის გამოჩენის ერთო ორი შემთხვევა გვაქვს ხოლმე წლის განმავლობაში. წელს ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა", - განუცხადა "მშობლები.გე"-ს შოთა ზანდუკელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved