სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     (რეზონანსი) ჩემი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე განმარტება თორნიკე რიჟვაძემ გააკეთოს. მე იქ რუსეთის დროშები არ მინახავს, - ამის შესახებ აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა ინგა შამილიშვილმა განაცხადა.

    როგორც შამილიშვილმა განმარტა, მსვლელობისას მას რუსეთის დროშები არ უნახავს და მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, იქნებოდა თუ არა რუსეთის დროშები გამოფენილი.

    „მე ღონისძიებაზე რუსეთის დროშების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა და არც კი დამინახავს. ჩემს გადაყენებასთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვები გაქვთ, თორნიკე რიჟვაძეს მიმართეთ", - განაცხადა ინგა შამილიშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

    კითხვაზე, „ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი პირად საუბრებში აცხადებს, რომ თორნიკე რიჟვაძეს შამილიშვითან სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა, ინგა შამილიშვილმა ასე უპასუხა:

    „არ ვიცი კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ყველა კითხვაზე პასუხი თავად თორნიკე რიჟვაძემ გასცეს პასუხი" , - დასძინა შამილიშვილმა.

    8 ქვეყნის წარმომადგენლებმა 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ ერთ-ერთი ანსამბლის სახით. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

    მსვლელობის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    simartle   (26.05.2019)
    ეგ იყო მიზეზი, უბრალოდ შამილიშვილი იყო პატარაძის კადრი, პატარაძის დროს აჭარის მართველობა იყო ასე ვთქვათ ქობულეთური კლანის ხელში. პატარაძე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, შამილიშვილი განათლების მინისტრი , მესხიძე სოფლის მეურნეობის მინისტრი , მიქელაძე ჯანდაცვის მინისტრი. ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი მიქელაძეა დარჩენილი პოსტზე ისიც მხოლოდ იმიტომ რომ მას ლობირებას უწევს კობა ნაკაიძე რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ქობულეთის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა ხოლო კობა ნაკაიძე არის დავით სერგეენკოს კურსელი, აქედან გამომდინარე მიქელაძეს ვერ ხნიან რადგან სერგეენკოსთან დაპირისპირებას ვერ ბედავს რიჟვაძე.

    medea   (26.05.2019)
    რომ არ მოეხსნა, აყვირდებოდით, მოხსნა და ყვირიხართ--რა გეშველებათ? როგორ იკადრეს და რუსეთის დროშა გამოგვიფინეს, თითქოს მეგობრული სახელმწიფოა--არადა როგორ გადაგვყლაპოს იმაზე ოცნებობს!

    ere   (26.05.2019)
    amden padxalims raesveleba lgbt drosha rom gamoepinat vai shens patrons rizvadzev


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×