სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.05.2019

     (რეზონანსი) ნიკა გვარამია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის ლადო ჭანტურიას „რუსთავი2"-ის საქმიდან აცილებას მოითხოვს.გვარამიას განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სტრასბურგში საქართვლოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს, როგორ უნდა იმოქმედოს „რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით.

    „რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტროდან გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა სამინისტროს, შედგა რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროექტის განხილვა სტრასბურგის სასამართლო კოლეგიის მიერ. პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს გარკვეული შენიშვნებით. ეს არის ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებით ცნობილია ჩვენთვის იუსტიციის სამინისტროშია არსებული წყაროების მხრიდან. საკუთრივ ეს ინფორმაცია სამინისტრომ მიიღო ლადო ჭანტურიას მხრიდან, რაც არის სამოსამართლეო ეთიკის უხეში დარღვევა. აგრეთვე ესაა სტრასბურგის განაწესების უხეში დარღვევა. ამ საფუძვლით ჩვენ აცილებას ვუცხადებთ ბატონ ლადო ჭანტურიას და მიგვაჩნია, რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს,"- განაცხადა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (26.05.2019)
    კაცო, ყველამ ვიცით, რომ მაგ ტელევიზია შექმნა სხვებმა და ახლა უპყვრია სხვას. ს ა მ ა რ თ ა ლ ს როგორ გაამრუდებთ?შეყოვნდა სამართალი, მაგრამ გამრუდებით ვერ გ ა მ რ უ დ დ ე ბ ა რამდენნაირი და როგორი პროტესტიც არ უნდა გამოთქვათ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved