სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2019

     (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობა დატოვეს, თუმცა ადგილზე კვლავ მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად დარჩნენ.

    ხეობიდან ამ დრომდე არ გაუყვანიათ შსს-ს ბალანზე მყოფი ავტომობილები, რომლებიც ადგილობრივებმა დაწვეს. ასევე დამწვარია ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებს მდინარის პირას აწარმოებდა.

    სოფელ ბირკიანში ასევე დაიშალნენ პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი, თუმცა ნაწილი კვლავ სოფლის ტერიტორიაზე რჩება.

    სიტუაცია სოფელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიაზე შსს-ს მძიმე ტექნიკა და დამატებითი ეკიპაჟები შევიდნენ. ამის შემდგომ მოქალაქებმა პოლიციის მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.

    სამართალდამცველების მხრიდან კი ადგილი ჰქონდა ცრემსადენი გაზის გაშვებას და რეზინის ტყვიების გასროლას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved