სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     რუსთაველი მამაკაცი, რომელმაც "ინფო რუსთავს" ვიდეო გაუგზავნა, პარალელურად ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: "5 დღეა ვიღაც ბიჭები გოგონებს აშინებენ პარკში, კონკრეტულად კი ციხე-გალავანზე. 14 აპრილს ჩემი მეგობრები ყოფილან ამ ადგილზე, უცხო ბიჭები მისულან, ჯერ სიგარეტი სთხოვეს შემდეგ კი უკითხავთ ხომ არ ჰქონდათ სურვილი იარაღიდან რომ გაესროლათ, უარის შემთხვევაში კი ჰაერში გაისროლეს. მერე კი თურმე მიუტრიალდა და ეკითხება, გინდა გესროლოო? მსგავსი სიტუაცია ყოფილა 16 აპრილსაც. იქნებ დაგვეხმაროთ და გვითხრათ ვინ არიან? ან რატომ აშინებენ გოგონებს?"

    მამაკაცმა ასევე განაცხადა, რომ ეს ბიჭები, სავარაუდოდ, არ იყვნენ პოლიციელები, იმიტომ რომ მათ შესაბამისი ფორმა არ ეცვათ.

    ჟურნალისტები გუშინ და დღეს იმყოფებოდნენ ცენტრალური პარკის, ციხის ტერიტორიაზე, თუმცა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. ამ დროისთვის უცნობია მამაკაცების ვინაობა და ასევე იარაღი იყო თუ არა ნამდვილი, თუმცა ერთერთმა გოგონამ მოახერხა და მათი საუბრის ფრაგმენტი ვიდეოზე ფარულად გადაიღო.

    ააიპ "რუსთავსერვის ცენტრში" აცხადებენ რომ თუ დამსვენებელმა მათთვის საეჭვო ვითარება შენიშნა აუცილებლად უნდა აცნობოს პარკის დაცვას, რის შემდეგაც ისინი ადეკვატურ და დროულ რეაგირებას მოახდენენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved