სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები" გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით - 46:0 დაამარცხეს.

    შეხვედრა რუსეთის ქალაქ კალინინგრადში, „ლოკომოტივის" სტადიონზე გაიმართა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს პირველ ტაიმში სამი, ხოლო მეორეში კი ოთხი ლელო დაუდეს.

    ნახევარფინალური შეხვედრები 17 აპრილს გაიმართება და უმცროსი „ბორჯღალოსნების" მეტოქე მასპინძელი რუსეთის ნაკრები იქნება, რომელმაც რუმინეთი მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 13:11 დაამარცხა.

    საქართველოს ნაკრები ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×