სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) "ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ "ლიბერალური ფრთა ოჯახს ურტყამს". ამის შესახებ მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში 7 VS 1 განაცხადა.

    "ლიბერალური ფრთა. მე ლიბერალებთან ჩემი ურთიერთობა მაქვს, მე მათ გარკვეულწილად ვაძლევ შანსს რომ შემოვიდნენ ჩემს ველზე და ბევრ რამეს ვღებულობ. თავისუფლება ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ზუსტად თავისუფლებაა, რაც შენ ბევრ რამეს გიკრძალავს. ყველგან არის ლიბერალური ფრთა.

    მე ყველა ლიბერალს ვეუბნები, თქვენ ხართ კონსერვატორების შვილები. მე მაგალითს მოვიყვან, რომლის შემდეგაც ხშირად ყოფილა... ჩემი ახალგაზრდებისგან თანხმობა მიმიღია. წყალში თქვენ შეგიმჩნევიათ ტივტივა. ეს ტივტივა მოძრაობს, ტალღებს მიჰყვება და მოჰყვება, მაგრამ გარკვეულ ზონაში და არის მანიშნებელი რომ იმის იქით სახიფათო ზონაა - ტივტივაა მთავარი? თუ ის ძირში დამაგრებული არ არის და გადაჭერი, ტალღამ შეიძლება ეს ტივტივა 200 მეტრზე წაიღოს" - თქვა კახაძემ 7 VS 1-ში. მისივე თქმით ლიბერალებმა კონსერვატორების აზრი უნდა გაითვალისწინონ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved