სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.03.2019

     (რეზონანსი) სომხებმა აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომია შექმნეს, აღნიშნულ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. "იბერიული ერთობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ აფხაზეთში, ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ, სომხები უმრავლესობას წარმოადგენენ, ისინი მოითხოვენ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რეგიონებში.

    "აფხაზეთში ისინი სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიიისთვის ითხოვენ გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებს.

    "ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "კრუნკი" და აფხაზეთის სომხური საზოგადოება აცხადებს: აფხაზეთის ძირძველ სომხურ მოსახლეობას ყველა კანონიერი საფუძველი გააჩნია, აფხაზეთში სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნისთვის".

    "ჩვენ, სომხები, აფხაზეთის ძირძველი მაცხოვრებლები ვართ. უძველესი დროიდან სომხები აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის სახელმწიფოს შექმნაში".

    "სომხები აფხაზეთში მოძმე აფხაზებთან ერთად იბრძოდნენ ბიზანტიის იმპერიის, თურქი თუ არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. ჩვენ აფხაზებთან ერთად, აფხაზეთის საზღვრები სურამის უღელტეხილამდე გავაფართოვეთ. რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის დროს, ჩვენი უფლებები ილახებოდა, სომეხ საზოგადოებას კულტურული განვითარების შესაძლებლობა არ ეძლეოდა, იკრძალებოდა სომხური სკოლები. ასევე, არ გვეძლეოდა სულიერი განვითარების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სომხური ეკლესიის მშენებლობაც ვერ მოხერხდა", - ნათქვამია განცხადებაში.

    აქვე აღნიშნულია, რომ სომხები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ "ქართული ფაშიზმის" წინააღმდეგ ბრძოლაში. "ათასობით სომეხი გახდა აფხაზეთის გმირი, თუმცა დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, ისინი ახალ აფხაზურ ფაშიზმს შეეჯახნენ". (არის თუ არა ეს ქართველთა გენოციდის აღიარება?)

    "მრავალტანჯული და შრომისმოყვარე სომეხი მოსახლეობა აფხაზური ხელისუფლების თავდასხმების ობიექტი ხდება". აფხაზეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ამცირებს რესპუბლიკაში სომეხი მოსახლეობის რაოდენობას - ჩვენ არ გვეძლევა ტაძრების მშენებლობის ნება, არ გვაძლევენ სომხური სკოლის, თეატრის და კულტურული ცენტრების გახსნის საშუალებას", - ნათქვამია განცხადებაში

    აფხაზეთში მცხოვრები სომხების განცხადებით, "ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ მათი უფლებები შელახული ყოფილიყო"

    "აღსანიშნავია, რომ ამ რაიონებში ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ, სომხები უმრავლესობას წარმოადგენენ. სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნის შესახებ კანონპროექტი სომეხ დეპუტატებს ლ.გალუსტიანსა და რ. იალიანს გადაეცემა, რათა ის შემდგომში აფხაზეთის პარლამენტმა განიხილოს. ჩვენ, "კრუნკის" წევრები ვიმედოვნებთ, რომ ძმური აფხაზი ხალხი გაგებით მოეკიდება მრავალტანჯული სომეხი ხალხის მოთხოვნებს და ჩვენ მოგვცემენ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას აღნიშნულ რაიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლევანი   (12.03.2019)
    ერთს კი ვიტყვი სულ მალე რომიტყვიან კარზეა მომდგარიო სომხებს დღეში ჩააგდებენ ხორცებს აგლეჯინებენ თავისავე კბილებით მერე მოვა აფზხაზების დრო და თავში ხელის ცემა ...აფხაზეთის დაკარგვა და მოეყვეტა სამშობლოდან იქაურმა მარტო აფხაზმა კიარა მეგრელობამაც შეუწყო ხელი ქართულად არ დაგელაპარაკებოდნენ რო მომკდარიყავი ქორთუ ქორთუ ძახილით და ზედ ფურყხსაც აყოლებდნენ ბევრი შეიცნობს საკუთარ თავს ამის ხმამაღლა თქმა არავის უნდა მაგრამ მოგვიწევს როდესხაც ..

    mzirali   (10.03.2019)
    არ ვიცი რამდენად შეესაბმება ეს ინფორმაცია სიმართლეს მაგრამ ის რომ 20 წელიწადში სომხები ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ფაქტიაა თუ...აფხაზები არ განდევნიან მათთ...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×