სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2018

     საბერძნეთის პოლიციამ 23 წლის ქართველი ქალის, სოფო წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. ათენში საქართველოს კონსულმა გალაქტიონ პაიჭაძეს ამ ეტაპზე არა აქვს იтფორმაცია ჰყავს თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილი. გარდაცვლილის ორი თვის კი ჩვილი საავადმყოფოში, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

    „უკვე ჩაურტარდა შესაბამისი გამოკვლევები და შეიძლება ითქვას, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლა გასარკვევია, ვის მიანდობენ ბავშზე ზრუნვის პრივილეგიას“- აღნიშნა პაიჭაძემ.

    კონსული „ნიუპოსტთან“ ადასტურებს, რომ გარდაცვლილთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი მამაკაც, რომელიც ასევე ეროვნებით ქართველია, სასჯელს საბერძნეთის ციხეში იხდის. პაიჭაძის ინფორმაციით, მამაკაცი მიმდინარე წლის მაისში დააკავეს.

    არსებული ინფორმაციით, როდესაც ახლობლებმა სოფოს ცხედარი ნახეს, პატარა დამამშვიდებელი აბების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების ადასტურებენ, რომ გოგონას მეუღლე პატიმარია. სოფო წიკლაურის დედაც საბერძნეთში ცხოვრობს, თუმცა ჯერ სრულიად გაურკვეველია ახალშობილის მომავალი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved