რეზონანსი
26.07.2018

 გერმანიაში, ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე ხანძარმა 90 ჰექტარზე ტყე გაანადგურა. ხელისუფლებამ ტყესთან ახლოს მდებარე სოფლის, ფიხდენვალდის მოსახლეობა შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა. მათ ტანსაცმლის, მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და მედიკამენტების წასაღებად გამზადებას ურჩევენ. სოფელი დედაქალაქიდან, ბერლინიდან 35 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ცეცხლი პოსტდამისა და ლაიფციგის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალს უახლოვდება. 

რამდენიმე დღეა, ხანძარს ებრძვიან საბერძნეთშიც. ბოლო მონაცემებით, აქ ტყის ხანძრის შედეგად დაშავებულია 200-მდე ადამიანი. დაღუპულია 81 ადამიანი, მათგანი 23 ბავშვია. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×