სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

    "SOS! სასწრაფოდ, მეგობრებო! საქართველოში აიღეთ სისხლის ანალიზი ტყვიის შემცველობაზე. ჩემი გაცილებით მაღალია ამერიკის და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, სხვების სერიოზულად საშიშ დონეზეა" - წერს ლორა ტორნტონი, "ენდიაის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი თავის "ფეისბუქის" გვერდზე. მისი ვარაუდით, მათი ტყვიით მოწამვლის პრობლემა უხარისხო ბენზინის ბრალია, რომლის მსგავსსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იყენებს, ძირითადად აფრიკაში. 

    "მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და სხვები პირობას იძლევიან, რომ ამ პრობლემას მიხედავენ და ნორმალური ხარისხის საწვავზე გადასვლას აპირებენ. იმედი მაქვს, ეს სასწრაფოდ მოხდება, რადგან ეს ისეთი კრიზისია, რომელზე რეაგირებაც აქამდე იყო საჭირო და ყოველი დღე უფრო დიდი რისკის მატარებელია", - წერს ლორა ტორნტონი და იქვე დასძენს, რომ ამ მიმართულებით მას ექსპერტიზა არ აქვს, უბრალოდ,  შეშფოთებული დედაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved