სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    30.12.2017

     (რეზონანსი) პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს თელავში შეხვდნენ და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოერაციის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

    ძალოვანებმა უხუცესთა საბჭოს წევრებს დაკავებული პირების ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

    სუსი-ს მაღალჩინოსნებმა პანკისელებს პირობა მისცეს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მომავალშიც ჩააყენებენ საქმის კურსში.

    პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭომ ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით 27 დეკემბერს მიმართა.

    მოსახლეობა დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved