სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2017

     (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში.

    გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე და რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში საქართველოს როლზე ისაუბრა.

    როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველოს შეაქვს პოზიტიური წვლილი ევროპის და მსოფლიოს სტაბილურობის გაძლიერებაში და ევროკავშირსაც და ნატოსაც უნდა ჰქონდეს მიმღებლობა ისეთი ქვეყნებისა, რომლის მოქალაქეებიც იცავენ მსოფლიო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

    პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რამდენად დიდი როლი აქვს პოლონეთს, როგორც ერთერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანას საქართველოს ინტერესების დაცვის კუთხით.

    ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათასაკითხებში კახა კოჟორიძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter