სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    13.09.2017

     (რეზონანსი) საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აფხაზეთში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება, საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს.

    როგორც იზორიამ განაცხადა, წვრთნებს ქართული მხარე საფრთხედ აღიქვამს.

    "ყველა ტიპის აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანუ ჩვენს ტერიტორიებზე, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, ანტიკონსტიტუციურია, უკანონოა და საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი კრიტიკა აქვს. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც საფრთხეს და ვამბობთ, რომ ეს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მორიგი დარღვევაა",- განაცხადა იზორიამ.

    ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი სამხედრო წვრთნას ატარებს. წვრთნაში ორი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამასზე მეტი სამხედრო და სპეცტექნიკის ერთეული მონაწილეობს, მათ შორის "გრადის" სარაკეტო სისტემებიცაა ჩართული.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter